ჩვენი სილამაზე და ჯანმრთელობა 70%-ით ჩვენზეა დამოკიდებული…

ადამაინები ხშრად თავს იმართლებენ და ამბობენ, რომ ჯანსაღ კვებას „სქელი ჯიბე“ სჭირდება. ეს მოსაზრება რა თქმა უნდა მცდარია. იმისთვის, რომ ჯანსაღად, ჯანსაღი პროდუქტებით ვიკვებოთ, იმაზე მეტი ფული არაა საჭირო, ვიდრე ე.წ. „ჯანქ ფუდში“ და „ფასთ ფუდში“ ვხარჯავთ, ანუ არაჯანსაღ საკვებში და სწრაფი კვების ობიექტებში ნაყიდ გამზადებულ საჭმელში, რომელიც არც კი ვიცით რა და რამდენჯერ გამოყენებულ ცხიმში, რამდენად სუფთა და ახალი პროდუქტებით მზადდება.11

არაჯანსაღი კვებით ძალიან ბევრი ქრონიკული დაავადების გამოწვევა შეიძლება. მაგალითად დიაბეტის, სიმსუქნის, კარიესის, ავთვისებიანი სიმსივნური დაავადებების და ა.შ. ამ დაავადებების წილი მსოფლიო სიკვდილობაში დაახლოებით 60%-ს შეადგენს! თქვენ წარმოიდგინეთ როგორ მარტივად, ჯანსაღი კვების დაცვითაა შესაძლებელი უამრავი დაავადების და არა თუ ჯანმრთელობის გაუარესების, არამედ ნაადრევი სიკვდილის თავიდან აცილებაც!

ჯანსაღი კვება პროდუქტების მრავალფეროვნებასა და დაბალანსებულ რაციონში მდგომარეობს. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები ასეთია: ადამიანის ჯანმრთელობას 15%-ით სამედიცინო სამსახურის ორგანიზაცია, 15%-ით გენეტიკა, დანარჩენი 70%-ით კი სწორი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი განსაზღვრავს.111111

ჯანმრთელობის შენარჩუნების გარდა ჯანსაღი კვება ადამიანის სილამაზის ერთერთი გარანტია.

ცილები, ცხიმები, ვიტამინები, ნახშირწყლები და მინერალური ნივთიერებები – ეს ყოველივე ჩვენს ორგანიზმს სასიცოცხლოდ სჭირდება. პროდუქტები კი რომლებიც ამ ნივთიერებების შემცველია საკმაოდ მრავალფეროვანი, ხელმისაწვდომი და ადვილად მოსაპოვებელია. მთავარია გვესმოდეს ჯანსაღი კვების მნიშნელობის წილი ჩვენს ვიზუალურ თუ შინაგან ჯანმრთელობაში.
მომდევნო ბლოგებში სწორედ ამ პროდუქტების ცალკეულ ღირებულებებზე, სარგებლიანობაზე, ფასებსა და მათი გამოყენები შედეგებზე ვისაუბრებთ. მანამდე კი იცოდეთ, რომ უარყოფითი, არაჯანსაღი კვება და დაბალი ფიზიკური აქტივობა დიაბეტის 60%-ს, ძუძუს, პროსტატის და ნაწლავის კიბოს შემთხვევების 35%-ს, ართრიტების 25%-ს, გულის დაავადებების და ინსულტის შემთხვევების დაახლოებით 20%-ს განავითარებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s