თაფლი – გემრიელი გზა ჯანმრთელობისკენ!

ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე ნაწილობრივ წინა ბლოგში ვისაუბრე. ნელნელა გაგაცნობთ პროდუქტებს, რომლებსაც მხოლოდ გემოს და სურვილის მიხედვით ვარჩევთ ხოლმე, თუმცა რეალურად მათი მიღება ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.

თაფლი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, იქამდე, ვიდრე მასზე იაფი – შაქარი არ გავრცელდა, იხმარებოდა ჩვეულებრივ ტკბილ საკვებად. ახლა მას სამკურნალო საშუალებად იყენებენ.tafli

თაფლში შემავალ ნივთიერებებს ძლიერი სამკურნალო თვისებები აქვს და მას ხშირად ძლიერი ანთების, გაციების, იმუნიტეტის ასამაღლებელ საშუალებად იყენებენ.

თაფლი ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებების ძლიერი გამანეიტრალებელი და დეპრესიის კარგი წამალიცაა, რადგან ის ნერვულ უჯრედებს კვებავს.

მათ ვისაც ჰემოგლობინის პრობლემა გაქვთ, თაფლის მოხმარება მის დაბალანსებაში დაგეხმარებათ და ენერგიის დიდი წყაროც გახდება.

დაკვირვებებით დამტკიცდა, რომ თაფლის სისტემატურ მომხმარებლებში შაქრის დონე ბალანსდება.

ეს საოცარი პროდუქტი მართლაც მრავალი სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. გარდა მისი პირდაპირი მოხმარებისა, ხშრად თაფლის შემცველობას სხვადასხვა კოსმეტიკურ ნაწარმებშიც ვხვდებით, რომლებიც დიდი წარმატებით სარგებლობენ მსოფლიოში და საკმაოდ ძვირიან პროდუქტებადაც ითვლებიან, თუმცა თუ თაფლისგან დამზადებული სხვასხვა პროდუქტის შეძენის საშუალება არ გაგვაჩნია, დამეთანხმებით, რომ თაფლის შეძენა არც ისე ძვირი სიამოვნებაა.tafli2

ერთი კილოგრამი თაფლის ფასი 6-12 ლარამდე მერყეობს. ამ რაოდენობას თუ სწორად გადავანაწილებთ, საკმაოდ დიდხანს გვეყოფა. ამასთან არ დაგვავიწყდეს, რომ ადამაინის ორგანიზმი სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით თაფლს 100%-ით ითვისებს. მაგალითად, ხორცს 95% ითვისებს, პურს 96%-ით და ა.შ. თაფლი კი დღეში მოზრდილმა ადამიანებმა 50 გრამი რომ მიიღონ, სრულიად საკმარისია მათი ჯანმრთელობისა და ზემოთჩამოთვლილი დაავადებებისგან პროფილაკტიკისთვის, ბავშებში კი 15 გრამიც საკმარისია. ანუ 1 კგ თაფლი რომელშიც საშუალოდ 10 ლარი გადავიხადეთ, 20 დღე გვეყოფა. ეს არც თუ ისე ძვირი სიამოვნებაა როდესაც მისი მოხმარებით უამრავი დაავადების თავიდან აცილებაა შესაძლებელი, რაც თავისთავად გულისხმობს მკურნალობის ხარჯების შემცირებას.

მიირთვით თაფლი და მასზე დამზადებული პროდუქტები. იკვებეთ ჯანსაღად და შედეგებიც არ დააყოვნებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s