რა კავშირია ბავშვების ინტელექტსა და ფიზიკურ აქტივობას შორის…

როგორც ფიზიკური აქტივობის შესახებ წინა ბლოგში აღვნიშნეთ, ეს უკანასკნელი მრავალი დაავადების რისკ-ფაქტორს ამცირებს. გარდა ამისა ფიზიკური აქტივობა იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც სწორი გონებრივი განვითარება წარმატების მისაღწევად!9

მაგალითად, დამტკიცებულია, რომ ბავშვების ინტელექტსა და ფიზიკურ აქტივობას შორის პირდაპირი კავშირია. ფიზიკური აქტივობა ცენტრალური ნერვული უჯრედების ფუნქციონირებას და ტვინში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, რაც პირდაპირ ბავშვის ენერგიულობაზე, შრომისუნარიანობასა და ამა თუ იმ საგნის უკეთესად ათვისებაზე დადებითად აისახება.

სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ფიზიკურ აღზრდას, ფიზკური აქტივობის გაკვეთილებს სულ უფრო ცოტა დრო და ყურადღება ეთმობა. უფრო მეტიც, ბავშვებს უკრძალავენ გაკვეთილებს შორის აქტიურობას, სირბილს და ამით მხოლოდ საკუთარ ენერგიას უფრთხილდებიან, რასაც საბოლოოდ პატარების გონებრივ განვითარებაზე საკმაოდ უარყოფითი ზეგავლენა აქვს.

სახელმწიფო სკოლებში სავალდებულო ფიზ-კულტურის გაკვეთილებიც კი არასათანადოდ ტარდება და გარდა იმისა, რომ ამ პრობლემაზე სწორედ თქვენ, მშობლებმა უნდა ამოიღოთ ხმა, სკოლის შემდგომაც ბავშვის აქტიურ ცხოვრებაზე უნდა იზრუნოთ.

ადამიანები ხშირად ინტელექტუალურ, სოციალურ, ემოციონალურ თუ ფიზიკურ განვითარებებს ცალცალკე გამოყოფენ, რაც არასწორია! თითოეული განვითარება სხვა დანარჩენ სფეროებს ანვითარებს და საერთო ჯამში ფიზიკური ჯანმრთელობა და წარმატება ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული.99

ხშირად მშობლებიც ბავშვებს აიძულებენ ისხდნენ წყნარად, არ გაოფლიანდნენ სირბილით. სინამდვილეში ბავშვის აქტიური, სწორი და კარგი განვითარებისთვის აუცილებელია რაც შეიძლება მეტად აქტიურები ვამყოფოთ.

5-17 წლის ასაკში ბავშვები და მოზარდები ყოველდღიური ფიზიკური აქტივობით მინიმუმ 60 წუთი უნდა იყვნენ დაკავებულები.

ეს ყოველივე ამცირებს გულ-სისხლძარღვთა და ინფექციური დაავადებების რისკს. ასევე არაჩვეულებრივად მოქმედებს ძვლოვანი და კუნთოვანი ქსოვილების გასაძლიერებლად.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s