„ექიმმა მითხრა თუ ძალიან მოგინდა მოწიეო“ – ორსული მწეველების მიერ გამოგონილი მითი თუ არაპროფესიონალიზმი!

არაერთი ორსულისგან მსმენია – „ექიმმა მითხრა თუ ძალიან მოგინდა მოწიეო“…

მე თქვენ მოგიყვებით როგორ მოქმედებს ორსულობისას მოწევა თქვენი პატარის ჯანმრთელობაზე და შემდეგ თავად გადაწყვიტეთ შეიძლება თუ არა ის ერთი ღერი და დადიხართ თუ არა პროფესიონალ ექიმთან!bb

ნიკოტინი ალკოჰოლის მსგავსად მარტივად ხვდება ნაყოფის ორგანიზმში და მას ჟანგბადის ნაკლებობას განაცდევინებს. აბა წარმოიდგინეთ თქვენი თავი მუდმივად სუნთქვა, რომ გიჭირდეთ…

ისეთი მავნე ნივთიერებები, რომელსაც სიგარეტი შეიცავს (მხუთავი აირი, ნიკოტინი, და სხვა მრავალი) ნაყოფის განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს, ბავშვის ზრდას აფერხებს, B და C ვიტამინებს აცლის და შესაბამისად ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებებს იწვევს!

დაკვირვევბები ადასტურებენ, რომ მწეველ ქალბატონებს მცირეწონიანი ბავშვები უჩნდებათ და ისინი სუსტი ჯანმრთელობით გამოირჩევიან. ასევე აღენიშნებათ სასუნთქი გზების პრობლემები და რაც ყველაზე საშიშია საგრძნობლად მომატებულია უეცარი სიკვდილის სინდრომის შანსი!

დედები, რომლებიც მშობიარობამდე ერთ კოლოფზე მეტს ეწეოდნენ, ფაქტიურად წირავდნენ შვილებს, რადგან მათი შვილების უეცარი სიკვდილის ალბათობა არამწეველი ორსულებთან შედარებით 3-ჯერ მეტია!bbbbbbb

ორსულობაში მოწევა აორმაგებს ნაყოფის მოშლის ალბათობასაც!

ექიმები გვირჩევენ, რომ არათუ ორსულობისას, ორსულობამდე რამდენიმე თვით ადრე უნდა შევწყვიტოთ მოწევა. გარდა ამისა, ვთხოვოთ ჩვენს გარშემომყოფ მწეველ ოჯახის წევრებს და მეგობრებს – ნუ გაგვხდიან პასიური მოწევის, ანუ მეორადი კვამლის მსხვერპლს, რადგან იგი მოწევაზე არანაკლებ საშიშია თქვენი პატარის ჯანმრთელობისთვის.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s