თქვენი გზა სიმშვიდისა და ამაღლებული განწყობისკენ!

ფიზიკური აქტივობა, როგორც წესი, ადამიანების უმრავლესობისთვის ვარჯიშთან ასოცირდება, ვარჯიში კი თავის მხრივ ძვირადღირებულ კომფორტულ დარბაზებთან. ადამიანები ხომ კომფორტის მოყვარულები ვართ და თავს საკუთარ თავთანვე ვიმართლებთ ხოლმე, რომ ვარჯიშისთვის ფინანსური საშუალება არ გვაქვს და სწორედ ამიტომ ვერ ვკავდებით ფიზიკური აქტივობით, თორემ კი არ გვეზარება!

სიმართლე კი ის არის, რომ ფიზიკური აქტივობა და ვარჯიში ერთმანეთისგან განსხვავებული მცნებებია.walk-to-work

მიუხედავად იმისა, რომ წინა ბლოგში უკვე განვმარტე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ფიზიკური აქტივობა ყველა ის მოძრაობაა, რომლის დროსაც ადამიანის კუნთები აქტიურ მდომარეობაში არიან და ორგანიზმი ზედმეტი ცხიმებისგან, კალორიებისგან თავისუფლდება. ეს კი სახლის დალაგებიდან დაწყებული, სეირნობით დასრულებული ყველაფერი შეიძლება იყოს.

დღეს თქვენს ყურადღებას ამ უკანასკნელის, სეირნობის მნიშვნელობაზე შევაჩერებ.

ფეხით სიარული თქვენი ჯანმრთელობის და ფიზიკური სილამაზის ერთერთი მნიშვნელოვანი პირობაა. ჯერ კიდევ მრავალი საუკუნის წინ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ჰიპოკრატე ფეხით სიარულს ადამიანის სამკურნალო საუკეთესო საშუალებად თვლიდა.

რეგულარულად ფეხით სიარული გარდა იმისა, რომ საგრძნობლად ამცირებს გულის დაავადებების და ინსულტის რისკს, ამაგრებს ძვლებს და გვაწვევინებს ზედმეტ ცხიმებს, რომლებიც ჩვენს ვიზუალზეც კილოგრამების დაკარგვით აისახება.

კვლევებით დამტკიცებულია, რომ ფეხით სიარული ასე გავრცელებულ უძილობას არეგულირებს და დეპრესიასთან ბრძოლის ერთერთი საუკეთესო საშუალებაა. ზოგადად ვარჯიში ჩვენს განწყობას ამაღლებს და შესაბამისად კარგ ხასიათზე გვაყენებს, თუმცა ფეხით სეირნობასაც იგივე ეფექტი აქვს. ამშვიდებს, გონებრივ შესაძლებლობებს ზრდის და კვლევებით დამტკიცებულია, რომ მას უფრო მეტი დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, ვიდრე მსუბუქ დამაწყნარებელ აბებს. ამ ყველაფერს კი სიარულის დროს ტვინის მიერ გამოყოფილი ენდორფინები უზრუნველყოფს.

არ არის აუცილებელი დღეში 30 წუთი ერთდროულად ივარჯიშოთ/ისეირნოთ. მათთვის, ვისაც მანქანა ჰყავს, გაიცემა რეკომენდაცია – სამსახურში ან ნებისმიერ სხვა ადგილას წასვლისას, დააყენეთ ავტომობილი მოშორებით და გაიარეთ გზის გარკვეული ნაწილი ფეხით. ასეთი 10-10 წუთიანი გასეირნება დღეში სამჯერ ზემოთხსენებული მრავალი დადებითი შედეგის მომტანი იქნება.Walk_Park-smaller

დამეთანხმებით და ამ ყველაფრის შესრულებას არც ძვირადღირებული დარბაზებისკენ მივყავართ და არც რაიმე ფინანსურ ხარჯს არ მოითხოვს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s