იცოდით თუ არა, რომ თქვენი წარმატება თქვენს ხელშია?!

ფიზიკურ აქტივობასა და გონებრივ შესაძლებლობებს შორის კავშირი არაერთმა კვლევამ დაამტკიცა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ფიზიკური აქტივობა ადამიანის ორგანიზმს წონის რეგულირებაში, კუნთების გამაგრებასა და სხეულის ლამაზი ფორმების მიღებაში, გულის დაავადებების თავიდან აცილებასა და განწყობის ამაღლებაშიც კი ეხმარება, თუმცა ეს ყველაფერი არ არის! რეგულარული ფიზიკური აქტივობა თქვენს გონებრივ შესაძლებლობებსაც კი აუმჯობესებს!heeee

კლინიკურად რომ განგიმარტოთ, ადამიანის თავის ტვინის ნეიროტროფული ფაქტორის სინთეზთან (BDNF), რომელსაც ნეირონების განვითარებაში ერთერთი მთავარი როლი აქვს, ფიზიკური აქტივობა საკმაოდ მჭიდრო კავშირია.

ალბათ ხვდებით, რამხელა მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ აქტივობას ადამიანის ცხოვრებაში – წარმატების მიღწევაში, ჯანმრთელობასა თუ ფიზიკურ სილამაზეში.

ამ საკითხზე რამდენიმე კვლევა ჩატარდა, ერთერთი მათ შორის დორტმუნდის უნივერსიტეტში. მკვლევარები აკვირდებოდნენ ადამიანებს, რომლებიც არათუ ვარჯიშით, არამედ უბრალოდ სისტემატური ფეხით სიარულით იყვნენ დაკავებულები. მათი გონებრივი შესაძლებლობები “სკამზე მიჯაჭვულ” უმოძრაო სტუდენტების შესაძლებლობებს რამდენადმე აღემატებოდა, ხოლო ისინი კი, ვინც რეგულარულად ვარჯიშობდნენ, კიდევ უფრო მარტივად ასრულებდნენ გონებრივ სამუშაოს.healthy-living-woman

ვარჯიში აუმჯობესებს მეხსიერებას, ზრდის სტრესთან გამკლავებისა და პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობებს და ადამიანს უფრო შემოქმედებითსა და კრეატიულს ხდის.

ადამიანის სხეული და გონება მჭიდროდ და ჭკვიანურადაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ამიტომ იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, იყავით აქტიურები და გახსოვდეთ, რომ წარმატების და ბედნიერების გასაღები მხოლოდ თქვენს ხელშია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s