მითი – „ერთი ჭიქა ღვინო ორსულობისას სასარგებლოა“…

ალკოჰოლის სისტემატური და ჭარბი გამოყენება, რომ მავნეა ჩვენი ჯანმრთელობისთვის არაერთხელ აღვნიშნეთ, თუმცა დღეს დეტალურად მინდა გაგაცნოთ რა საფრთხის შემცველია ის ორსული ქალბატონებისთვის!

ორსულობის დროს ალკოჰოლის მიღება არათუ არ ვარგა, არამედ არ შეიძლება! ის ნაყოფის ორგანიზმში ძალიან მარტივად გადადის. სპირტი ბავშვის სისხლძარღვებში და ჭიპლარში ხვდება, რაც იწვევს სპაზმს და ისევე როგორც ორსულობაში სიგარეტის მოწევისას, ალკოჰოლის მიღების დროსაც ნაყოფს ჟანგბადი ნორმალურად აღარ მიეწოდება.pregnant-woman-with-alcohol-300x200

ალკოჰოლის მოხმარება ნაყოფის განვითარებასაც აფერხებს. გარდა ამისა შესაძლოა დნმ-ში ცვლილებებიც კი გამოიწვიოს და ბავშვს მანკი განუვითარდეს, მაგალითად სიელმე. ის ჩვენს პატარას ვიტამინებისგანაც ცლის და სხვადასხვა ორგანოსაც უზიანებს.

შესაძლოა ალკოჰოლის მირების მიზეზით თქვენს შვილს ცენტრალური ნერვული სისტემა დაუზიანდეს, რომელიც პასუხისმგებელია მის ქცევით სფეროსა და ინტელექტზე!

გარდა ზემოთხსენებული რისკ-ფაქტორებისა, ალკოჰოლის მიღების ფონზე დიდი შანსია ნაყოფი მუცელში მოკვდეს. 5-დან 1 შემთხვევა სწორედ ამ ფატალური შედეგით სრულდება.

ხშირად გვსმენია ფრაზა – „ერთი ჭიქა ღვინო ორსულობისას სასარგებლოა“alcohol-and-your-baby. ბუნებრივია რისკ-ფაქტორები ალკოჰოლის მიღების რაოდენობაზეც დამოკიდებული, თუმცა აუცილებლად უნდა იცოდეთ რომ ეს ფრაზა მითია!

ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია და წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ რომელი რას რა დოზით იტანს. შესაბამისად შესაძლოა ის ერთი ჭიქა სპირტიანი სასმელი შეიძლება თქვენი პატარის ჯანმრთელობისთვის საზიანო აღმოჩნდეს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s