გაიცანით ბოსტნეულის ერთერთი ღირსეული წარმომადგენელი – ბოლოკი!

დღეს ქართული ტრადიციული სუფრის ერთერთი ძალიან სასარგებლო ბოსტნეულის – ბოლოკის შესახებ მოგიყვებით.

bolokiბოლოკი კალციუმით, კალიუმით, ფოსფორით, რკინით, C ვიტამინით, მაგნიუმით და B ჯგუფის ვიტამინებით სავსე ბოსტნეულია. მასში ასევე ბევრი უჯრედისია, რომელიც ნივთიერებათა ცვლას ხელს უწყობს და საჭმლის მონელებას აუმჯობესებს. ამას გარდა იცოდეთ, რომ ბოლოკი კარგი ანტიდეპრესანტია.

ბოლოკი მადის აღმძვრელია და კუჭის წვენის გამოყოფას ასტიმულირებს. მასში შემავალი C ვიტამინი და ფიტონციდები თქვენს ორგანიზმს ინფექციებისგანაც იცავენ.

განსაკურებით სასარგებლოა დიაბეტის დროს, რადგან სისხლში შაქრის დონეს ამცირებს.

ბოსტნეულის ამ წარმომადგენელს განსაკუთრებული სტრუქტურის უჯრედისი აქვს, რომელიც ორგანიზმიდან  ტოქსინებს დევნის და სისხლში ქოლესტერინის დონეს აბალანსებს.bolokiiii

ძალიან სასარგებლოა ბოლოკის ფოჩებიც, რომლებიც შეგიძლიათ სხვდასხვა სალათებში გამოიყენოთ.

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ იისფერი ბოსტნეული და ხილი მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებას ხელს უშლის, რადგან აღნიშნული ფერის ნაყოფები ანტოციანინებს, ანუ განსაკუთრებულ პიგმენტებს შეიცავენ, რომლებიც სიმსივნის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s