ვინ უნდა ჩაიტაროს აუცილებლად C ჰეპატიტის ვირუსზე ანალიზი…

მსოფლიოში ქრონიკული C ჰეპატიტის ინფექცია 130-150 მილიონ ადამიანს აღენიშნება!

ამ ვირუსზე ანალიზი ყველა აივ-ინფიცირებულს, ინფიცირებული დედებისგან გაჩენილ ბავშვებს, სამედიცინო მუშაკებს და ყველა იმ ადამიანს უნდა ჩაუტარდეს, რომლებიც მაღალი ან საშუალო რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან.anali

ინფიცირებული დედებისგან გაჩენილ ბავშვებს ანალიზი 12-18 თვის ასაკში უტარდებათ, სამედიცინო მუშაკებს კი განსაკუთრებით მაშინ, თუ მათ ნემსის შერჭობის შემთხვევა ჰქონიათ, რადგან C ჰეპატიტის გადამდები ძირითადი გზა ხომ სწორედ სისხლის გზაა…

აღსანიშნავია, რომ მცირე რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ის პირები, რომლებსაც სქესობრივი კავშირი მრავალ პარტნიორთან, ან ერთ ინფიცირებულ პარტნიორთან ჰქონიათ.

C პატიტის ვირუსის რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს სასურველია ჩაუტარდეთ B ჰეპატიტის წინააღმდეგ ვაქცინაციაც, რადგან ამ ვირუსით ინფიცირების რისკი მათში საკმაოდ მაღალია.

ინფექციის დასადასტურებლად პირველი ანალიზი C ჰეპატიტის ვირუსის წინააღმდეგ ანტისხეულებია, თუმცა შესაძლოა ეს ანალიზი არ იყოს ზუსტი. შეიძლება ანალიზმა დადებითი აჩვენოს, მაგრამ ადამიანი არ იყოს ინფიცირებული, ან პირიქით. სწორედ ამიტომ, ზუსტი დიაგნოსტიკისთვის უფრო ღრმა და რთულ კვლევებს იტარებენ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s