ნუ ენდობით მითებს, იცოდეთ რეალობა და უთხარით სხვებსაც!

სიგარეტის შესახებ მითები ალბათ ბევრი გსმენიათ, თუმცა დღეს თქვენი ყურადღება ერთერთ მათგანზე – „სიგარეტი სტრესის დაძლევაში მეხმარება“, მინდა გავამახვილო!

„ვერ ვმუშაობ, თუ არ მოვწიე“ – ხშირად მსმენია ეს ფრაზა. სინამდვილეში ყოველი ღერის მოწევისას ნიკოტინი რამდენიმე წამში ტვინამდე აღწევს, ანელებს ადამიანის შრომისუნარს და საკმაოდ მძიმე ბიოქიმიურ თუ ფიზიოლოგიურ პროცესებს იწვევს, რაც თავის მხრივ აისახება თქვენს ფსიქიკაზეც და ჯანმრთელობაზეც.clever-and-creative-antismoking-ads-gun

იმის ნაცვლად, რომ სიგარეტის მოწევამ მოგიხსნათ სტრესი, იგი თვითონვე მოქმედებს თქვენს ორგანიზმზე სტრესულად.

ოტაგოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ დეპრესიის განვითარების ალბათობა მწეველებში არამწეველბთან შედარებით ორჯერ მაღალია!

ნიკოტინი სისხლძარღვებს ავიწროვებს, გულისცემას აჩქარებს და ორგანიზმს ჟანგბადის მიწოდებას უფერხებს, რაც თავისთავად სტრესულად მოქმედებს.

შეგრძნება – „სიგარეტის მოწევა მამშვიდებს“, მხოლოდ და მხოლოდ იმით არის გამოწვეული, რომ ნიკოტინი ტვინის გარკვეულ უბნებზე მოქმედებს, რომლებიც სიამოვნების ჰორმონს გამოყოფენ, შესაბამისად ადამიანებს ჰგონიათ, რომ მოწევა სტრესთან გამკლავების ერთერთი კარგი საშუალებაა.vaxo qurdiani8

ამას გარდა, როდესაც ადამიანი დიდხანს არ ეწევა გაღიზიანებულია, რადგან სისხლში ნიკოტინის დონე შემცირებულია. როგორც კი სიგარეტს მოწევს, მაშინვე მშვიდდება. სწორედ ამიტომ, ზოგიერთი სიგარეტს დამამშვიდებელ საშუალებად აღიქვამს, მაშინ, როდესაც სწორედ ისაა მიზეზი თქვენი გაღიზიანების!

კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა 25 წლიანი კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ თამბაქოს მოხმარებასა და ნერვულ აშილილობებს შორის დიდი კავშირია. ის მოზარდები, რომლებიც დღეში ერთ კოლოფს ეწევიან, ფსიქიკური პრობლემებისა და პანიკური აშლილობების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან!

ასე რომ ნუ ენდობით მითებს, იცოდეთ რეალობა და უთხარით სხვებსაც!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s