დიეტა C ჰეპატიტის დროს

ჯანსაღი კვების სიკეთეების და აუცილებლობის შესახებ ბევრს ვსაუბრობთ. ჯანსაღი საკვები ადამიანის ორგანიზმისთვის ენერგიის წყარო, სილამაზის ელექსირი და უამრავი დაავადების პრევენციის მთავარი ხელშემწყობი ფაქტორია.Hepa-Belly

ჭარბი წონის პრობლემების მქონე ბევრი ადამიანი სხვადასხვაგვარ დიეტას მიმართავს, რომლებიც ხშირად მათ იმუნურ სისტემას და კუჭ-ნაწლავს საგრძნობლად აზიანებს. თუმცა ზოგ შემთხვევაში სწორი დიეტა აუცილებელიც კი არის. მაგალითად, ღვიძლის დაავადებების შემთხვევაში.

თვითნებური დიეტა ნაცვლად ღვიძლის სწორი ფუნქციონირებისა, მის დაზიანებას იწვევს. C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული ადამიანების შემთხვევაში კი არასწორმა დიეტამ, ან ყველაფრის ჭამამ, შესაძლოა სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს.

დიეტის შერჩევა უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული. გასათვალისწინებელია ადამიანის ასაკი, წონა და ღვიძლის დაზიანების დონე. სწორედ ამიტომ, აუცილებელია დიეტოლოგთან ვიზიტი და რაციონიდან იმ საკვების ამოღება, რომლებიც საზიანოა თქვენი ღვიძლისთვის.

იქამდე, ვიდრე ექიმთან კონსულტაციების საფუძველზე მომდევნო პოსტებში კონკრეტული საკვების შესახებ რეკომენდაციებს გაგაცნობთ, ყველასთვის ცნობილ ალკოჰოლის და ცხიმის მაღალი შემცველობის მქონე საკვების სასწრაფოდ რაციონიდან ამოღებას გირჩევთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s