მამაკაცებო არ ღირს სიგარეტთან თამაში!

ამ პოსტის წერა, რომ დავიწყე, ერთი მოარული ანეკდოტი გამახსენდა – „კახელი სიგარეტს იყიდის და კოლოფზე წაიკითხავს: „მოწევა იწვევს იმპოტენციას“. მიუბრუნდება გამყიდველს და ეტყვის – შენა და, რო კლავს ის მომეციო.“

მსოფლიო სტატისტიკით ერექციული დისფუნქცია მამაკაცების 25%-ს, ანუ ყოველ მეოთხეს აწუხებს. ამ მამაკაცების სექსუალური პრობლემები ერექციის სისუსტეში, ლიბიდოს დაქვეითებასა და სპერმის სწრაფად დაქცევაში გამოიხატება. ეს ყველაფერი კი მათ სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემებს უქმნის, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ოჯახზე, ან საყვარელ ქალთან ურთიერთობაზეც უარყოფითად აისახება.big-66-359-357482

საზოგადოებაში მცდარი აზრი მუსირებს – თითქოს მწეველი მამაკაცი უფრო სექსუალურია, მაგრამ რეალურად მწეველ მამაკაცებში არამწეველებთან შედარებით იმპოტენციის რისკი 50%-ით მეტია! დიახ ქალბატონებო… ყველაზე დიდი რისკის ქვეშ, კი 30-40 წლამდე ასაკის მამაკაცები ბრძანდებიან.

ნიკოტინი სისხლძარღვების შევიწროვებას იწვევს, ერექციის დროს კი პენისში სისხლის შესვლა და კომპრესია, ანუ შეკავება უნდა მოხდეს. მოწევის შედეგად არტერიებს სპაზმი ემართება, სისხლი ნორმალურად არ მოძრაობს და აი ისიც – ერექციული პრობლემა მაშინვე თავს იჩენს!

მოკლედ მოგიყვებით თქვენს ჯანსაღ სექსუალურ ცხვრებაზე მოწევის მავნე ზემოქმედების შესახებ:

  • მოწევა ასუსტებს ერექციას და ამიტომ იწვევს იმპოტენციას!
  • მოწევა აჩენს სისხლძარღვების დაავადებებს და ამიტომ იწვევს იმპოტენციას!
  • მოწევა იწვევს სპერმატოზოიდების შემცირებას და მის ანომალიებს, რადგან დნმ-ს აზიანებს!

მამაკაცებო, მგონი დღეისთვის საკმარისი მიზეზებია ჩამოთვლილი, რის გამოც აუცილებლად უნდა დაანებოთ მოწევას თავი! არამგონია ამ თემასთან ხუმრობა ღირდეს, ან გარისკვა შეიძლებოდეს!

ჯანმრთელობას გისურვებთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s