რძე და ტვინის ფუნქციონირება…

ალბათ გაგიგიათ, რომ რძე ძალიან სასარგებლო პროდუქტია. ერთერთი უკანასკნელი ინფორმაცია რძის შესახებ – ამერიკელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ რძე ტვინის უკეთ ფუნქციონირებას ხელს უწყობს.rdze

ჩატარდა ექსპერიმენტი, რომელშიც 600 ადამიანი მონაწილეობდა. მათი ასაკი 23-დან 98 წლამდე მერყეობდა. აღმოჩნდა, რომ ისინი, ვინც დღეში ერთ ჭიქა რძეს მაინც მიირთმევდნენ ლოგიკური აზროვნების და მახსოვრობის ტესტი უფრო წარმატებულად ჩააბარეს, ვიდრე მათ, ვინც ამ პროდუქტს საერთოდ არ მიირთმევდნენ.

რძეს ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე, მრავალი საუკუნის წინ რომაელები, ბერძნები და ეგვიპტელები ჭლექის, ანემიის და პოდაგრის წინააღმდეგ იყენებდნენ.

რძე უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. მასში გაერთიანებულია – ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, ფერმენტები, ჰორმონები და ორგანული მჟავები.

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ რძის მოხმარება გულ-სისხლძარღვთა, ათეროსკლეროზული, ჰიპერტონული, დიაბეტის და ჭარბი წონის პრობლემებისგან დაგიცავთ.rdze (1)

რძე დიდი რაოდენობით ვიტამინ C-ს, D-ს და პროტეინს შეიცავს. D ვიტამინი კი განსაკუთრებით საჭიროა ძვლებისა და კბილებისთვის.

ასევე აღსანიშნავია, რომ ამ პროდუქტს ანთების საწინააღმდეგო და მადეზინფიცირებელი თვისებები აქვს. იგი ძალიან სასარგებლოა თქვენი ლამაზი და ბრწყინვალე თმისთვისაც კი.

დიეტოლოგების რეკომენდაციით სასურველია ნაკლებცხიმიანი რძის მიღება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s