ზამთარი გვიახლოვდება და ნუ შევხვდებით მას დასუსტებული და გამოფიტული ორგანიზმით

ყოველდღიურ რაციონში ხილის არსებობის აუცილებლობის შესახებ ხშირად ვსაუბრობთ, თუმცა კარგი იქნება, თუ მათი სასარგებლო თვისებების შესახებაც გვექნება ინფორმაცია.

დღეს ფორთოხალის სამკურნალო და სასარგებლო შემადგენლობის შესახებ მოგიყვებით.

ფორთოხალი A, B1, B2, C, PP ვიტამინებს შეიცავს. გარდა ამისა, მასში ისეთი სასარგებლო და აუცილებელი ნივთიერებები მოიპოვება, როგორებიცაა – მაგნიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, რკინა, ფოსფორი.

ყველა ზემოთხსენებული ნივთიერება აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის, რადგან ისინი ასუფთავებენ სისხლს, გვმატებენ ენერგიას და მადას აუმჯობესებენ!

Citrus Fruit

Citrus Fruit

განსაკუთრებულად სასარგებლოა ეს ხილი ანეემიით დაავადებული და დასუსტებული ადამიანებისთვის.

ფორთოხალი ჩვენს ორგანიზმს მრავალი დაავადებებისგანაც დაიცავს, რადგან კვლევებით დამტკიცდა, რომ იგი იმუნიტეტს აძლიერებს.

ძალიან სასარგებლოა სუფთა ფორთოხლის წვენის მიღება საუზმეზე, რადგან ის მთელი დღის განმავლობაში მეტ ენერგიას მოგცემთ, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ განსაკუთრებულად ძლიერი ეფექტისთვის იგი ახალდაწურული უნდა მივირთვათ, რადგან მასში შემავალი ვიტამინების უმრავლესობა საკმაოდ სწრაფად იშლება.

ძველად, ფორთოხალს შეუხორცებელი ჭრილობების სამკურნალოდაც იყენებდნენ. მისი წვენი ეფექტურად აფერხებს ტრომბის წარმოქმნას, კარია ალერგიის წინააღმდეგ და სისხლში ქოლესტერინის დონის დამწევი კარგი საშუალებაც გახლავთ.

დიეტოლოგების აზრით ფორთოხალი გამაახალგაზრდავებელ ეფექტსაც იძლევა. გარდა ამისა ძალიან სასარგებლოა ღვიძლის დაავადების დროსაც.

ეს ალბათ ის არასრული ჩამონათვალია, რომელიც ფორთოხალზე, როგორც ერთერთი ძალიან სასარგებლო ხილზე წარმოდგენას შეგიქმნიდათ. ეცადეთ მიირთვათ იგი, იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაა და იმუნურ სისტემაზე. ზამთარი გვიახლოვდება და ნუ შევხვდებით მას დასუსტებული და გამოფიტული ორგანიზმით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s