საშიში რეალობა – ტუბერკულოზი და სიგარეტი!

გასულ საუკუნეში ამ დაავადებას ჭლექს უწოდებდნენ და ის მომაკვდინებელი იყო. თანამედროვე სამყარო ტუბერკულოზს ეძახის და ის განკურნებადია, თუმცა სიკვდილის მიზეზი მაინც ხშირად ხდება.

ფილტვის ტუბერკულოზი გადამდები დაავადება და მის გამომწვევ მიკრობებს ადამიანი მაშინ გამოყოფს, როდესაც საუბრობს, აცემინებს, ახველებს და ა.შ.  სწორედ ამიტომ ტუბერკულოზით დაავადებულმა ადამიანებმა სპეციალური სამედიცინო ნიღბები უნდა ატარონ.

Hands breaking a cigarette in front of the x ray image of human abdomen

Hands breaking a cigarette in front of the x ray image of human abdomen

ადამიანის სუსტი იმუნური სისტემის შემთხვევაში, რომელიც ხშირად სიგარეტის მოწევის გამო სუსტდება, ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერია შესაძლოა უფრო მარტივად მოხვდეს ფილტვებში!

ნიშნები, რომლებიც ტუბერკულოზს ახასიათებს – ორ კვირაზე დიდხანს გრძელდება ხველა, ხშირად სისხლნარევი, ტკივილი გულმკერდის არეში, მაღალი ტემპერატურა, ოფლიანობა, ადვილად დაღლა, წონაში კლება და ქოშინი ფიზიკური აქტივობისას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, მსოფლიოს თითქმის მეხუთედი მწეველია და ერთი მაგდენიც პასიური მწეველი. სიგარეტის მოხმარება 2050 წლისთვის ტუბერკულოზით გარდაცვლილთა რიცხვს 34 მილიონ ადამიანამდე გაზრდის.

სიგარეტის მოხმარება ტუბერკულოზის ერთერთი გამომწვევი და დამამძიმებელი ფაქტორია!

ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა და ალერგიათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის განცხადებით, ექიმი ანტონ ფაუცის განცხადებით, რაც არ უნდა დიდი ძალისხმევა ჩადოს დაავადებათა კონტროლმა, ტუბერკულოზით წელიწადში მილიონზე მეტი ადამიანი კვდება!“

კალიფორნიის უნივერსიტეტმა მსოფლიოს მასშტაბით კვლევა ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ სიგარეტის მოწევა ტუბერკულოზის დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის ზრდის ერთერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია და ამ დაავადებასთან ბრძოლა სწორედ თამბაქოს პრევენციით უნდა მოხდეს.

სიგარეტი თავისთავად ტუბერკულოზის ბაქტერიას არ შეიცავს, თუმცა ის მნიშვნელოვნად ასუსტებს იმუნიტეტს, რაც ფილტვის დაავადების მძიმე ფორმებში აისახება. რაც მთავარია, ეს ეხება როგორც მწეველებს, ასევე პასიურ მწეველებს!

სიგარეტის მოწევა ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვს 7%-ით ზრდის, ამ დაავადებით დაღუპულთა რიცხვი კი 2050 წელს 26%-ით გაიზრდება!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s