საკვები, რომელიც საზიანოა თქვენი ღვიძლისთვის…

C ჰეპატიტის ვირუსი ღვიძლს გვიან, მაგრამ საბოლოოდ მაინც აზიანებს. სწორედ ამიტომ, სპეციალური დიეტის დაცვა აუცილებელია.

კონკრეტული დიეტა, რომელიც ყველა C ჰეპატიტით დაინფიცირებულს მოერგება არ არსებობს, რადგან ღვიძლის დაავადების განვითარება ინდივიდუალურია და გარკვეულ ფაქტორებზეა დამოკიდებული.

ასაკი, წონა, სიმპტომები და ღვიძლის მდგომარეობა – ეს ის გასათვალისწინებელი გარემოებებია, რომლის მიხედვითაც ექიმი პაციეტს შესაბამის დიეტას უნიშნავს.liver-main

თვითნებური დიეტის დაცვით შესაძლოა ღვიძლის მდგომარეობა გაუარესდეს და უფრო დაზიანდეს. თუმცა, როგორც წინა ბლოგში აღვნიშნეთ, არსებობს რაღაცეები, რაც ერთნაირად საზიანოა, მაგალითად ალკოჰოლი, ცხიმის მაღალი შემცველობის მქონე საკვები და გაჯერებული ცხიმები!

ასევე აღსანიშნავია, რომ დანიშნულების გარეშე, თვითნებურად გარკვეული მედიკამენტების მიღებამაც შესაძლოა თქვენი ღვიძლის კიდევ უფრო დაზიანება გამოიწვიოს, რადგან ზოგიერთი მათგანი უარყოფითად მოქმედებენ მასზე.

საკვები, რომელიც აუცილებლად უნდა შედიოდეს დიეტაში არის: ხილი და ბოსტნეული, უჯრედისით მდიდარი საკვები, ცილა, ნახშირწყლები და აუცილებლად ცხიმის დაბალი შემცველობის მქონე საკვები.

ასევე გაგაცნობთ იმ საკვების გარკვეულ ჩამონათვალს, რომელიც არ არის რეკომენდირებული: პესტიციდების და დანამატების შემცველი საკვები, შემწვარი და ცხიმიანი საკვები და უხარისხო პროდუქტი.

მომდევნო ბლოგებში უფრო დაწვრილებით განვიხილავთ თითოეული ნივთიერებას, მაგალითად რკინას, ცხიმს და ა.შ. და მოგიყვებით თუ როგორ მოქმედებენ ისინი თქვენს ღვიძლზე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s