ჭარბი წონა გაწუხებთ?…

უამრავი მეცნიერული კვლევით დადასტურებულია, რომ ფიზიკური აქტივობა ძალიან დიდ როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლის პროცესის რეგულირებაში. ასევე საყოველთაოდ ცნობილია, რომ ვარჯიშით, სწრაფი სიარულით, ნებისმიერი ფიზიკური აქტივობით ადამიანი წონას არეგულირებს, იკლებს და სხეული უფრო მკვრივად და ლამაზად გამოიყურება.

რეგულარული ფიზიკური აქტივობის საშუალებით ჩვენი სხეული ზედმეტ ცხიმებს თავიდან იშორებს და გარდა ამისა, ნერვული სისტემის ფუნქციონირებაც საგრძნობლად უმჯობესდება, განწყობა მაღლდება და ფიზიკურად ფორმაში ყოფნაც თავდაჯერებულობას გვმატებს.f54f2210996e

დღეს, ფიზიკური აქტივობის იმ განსაკუთრებულ სარგებლიანობაზე ვისაუბრებ, რასაც წონის რეგულირება ჰქვია.

პირველ რიგში მოდით განვასხვავოთ ჭარბი წონა და სიმსუქნე. ეს ორი სხვადასხვა რამაა. სიმსუქნე ენდოკრინოლოგიური, ნივთიერებათა ცვლის ან რაიმე სხვა პათოლოგიის შედეგია, ჭარბი წონა კი ძირითადად საკვების არასწორად მიღების, ან არასწორი საკვების მიღების შედეგად იჩენს თავს.

როდესაც ადამიანი საკვების გარკვეულ რაოდენობას იღებს, თუმცა ფიზიკურად ნაკლებად აქტიურია და ხარჯავს შედარებით ცოტა კალორიას, დარჩენილი საკვები სხეულში ცხიმების სახით გროვდება.2013091217301718200

აღსანიშნავია, რომ კალორიები არა მხოლოდ ფიზიკური აქტივობის, არამედ გონებრივი სამუშაოს დროსაც იწვება, თუმცა ნაკლები რაოდენობით.

ჭარბი წონის მოსაშორებლად ფიზიკური აქტივობა აუცილებელია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი ადამიანი განსაკუთრებულად გააქტიურდება ხოლმე მხოლოდ იმისთვის, რომ წონაში მალე დაიკლოს, ვარჯიშობს ძალიან ბევრს, არ ჭამს საკვებს და შედეგად შესაძლოა ჯანმრთელობა დაიზიანოს. ამიტომ, აუცილებელია დოზირება! შედეგად, არც ისევე მალე მოიმატებთ წონაში, როგორ მალეც დაიკელით!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s