როგორ ჩავდგეთ ფორმაში მშობიარობის შემდგომ…

ზოგადად ფიზიკური აქტივობა ორსულობისას ძალიან მნიშვნელოვანია. ვარჯიში და მთელი ორსულობის აქტიურად გატარება ფიზიკური ფორმის და წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ასევე – ვარჯიში ამაღლებს განწყობას და დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, რაც დამეთანხმებით ორსულობისას არც თუ ისე კარგ მდგომარეობაშია.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ორსულობის შემდგომი პერიოდი, როდესაც ქალის სხეული ფორმიდან ამოვარდნილია.

ამერიკის შეერთებული შტატების მეან-გინეკოლოგთა აზრით, ორსულობის შემდგომ ვარჯიშის განახლება მიზანშეწონილია მაშინ, როდესაც ამისთვის მზაობას თავად იგრძნობთ, თუმცა მაინც, ვარჯიშის დაწყებამდე რეკომენდირებულია ექიმთან კონსულტაცია.

როგორც წესი, მშობიარობის შემდგომ დაახლოებით 6 კვირა ვარჯიშის განახლება სასურველი არ არის, მაგრამ თუ ორსულობის პერიოდში ქალი საკმაოდ აქტიური იყო, მშობიარობიდან ძალიან მალე შეუძლია შედარებით მარტივი ვარჯიშები – გაწელვები, ფეხით სიარული, ან აზიდვები აკეთოს.feature14

მშობიარობის შემდგომ დაახლოებით ხუთი თვის განმავლობაში ქალის სახსრები ჯერ კიდევ სუსტია, შესაბამისად აუცილებელია სიფრთხილე, რომ ვარჯიშისას სხეული ადვილად არ დაიზიანოთ.

ქალების უმრავლესობას მუცლის ფორმის დაკარგვა აღელვებთ და მშობიარობის შემდგომ მის ფორმაში სწრაფად მოსაყვანად მუცლის პრესებს იმ დოზით და ისეთ ფორმებში აკეთებენ, რომ ხშირად მათი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ორსულობის დროს, პრესის კუნთებს შორის დაშორებები ჩნდება, რომელთა შეერთებას ერთიდან ორ თვემდე დრო სჭირდება. ეს დრო უნდა მოვიცადოთ, რომ ვარჯიშის დროს თავი სერიოზული ტრამვისგან დავიცვათ.

ასევე აღსანიშნავია, რომ მშობიარობის შემდგომ სწრაფმა და არასწორმა დატვირთვამ შესაძლოა სისხლდენაც გამოიწვიოს. ამიტომ ფრთხილად ქალბატონებო, სისწრაფე არ ჩაგაყენებთ ფორმაში, ამას მხოლოდ ზედმიწევნით და სწორად შერჩეული ვარჯიშები იზავს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s