ალკოჰოლი და სექსი…

იცით თუ არა, რომ ალკოჰოლი ცენტრალური ნერვული სისტემის პირდაპირი დეპრესანტია?! დიახ! დეპრესანტი და არა ანტიდეპრესანტი!

ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესია ნიშნავს მთელი სხეულის, ყველა ორგანოს და მათ შორის სასქესო ორგანოს დეპრესიას!

მითი, თითქოს ალკოჰოლი „აბედნიერებს“ მხოლოდ მითია, მოარული ამბავი და მეტი არაფერი. ალკოჰოლი ძალიან მარტივად იწვევს ადამიანის აგრესიულობას, დეპრესიას, სიბრაზეს და კონტროლის დაკარგვას. კონტროლის დაკარგვა თავის მხრივ ამცირებს სექსუალურ ქცევას.1442833120

მამაკაცებო, ალკოჰოლი თქვენში ტესტოსტერონის გამოყოფას თრგუნავს, რაც ნიშნავს მას, რომ – 1. თქვენი სექსუალური სურვილი დათრგუნულია. 2. სექსუალური სურვილის განვითარების შემთხვევაში ვერ ხერხდება ფიზიკური აგზნების მიღწევა. 3. ფიზიკური აგზნების შემთხვევაშიც კი, თქვენ ვერ მიიღებთ ისეთ სიამოვნებას, ორგაზმს, როგორსაც სიფხიზლეში და ამ ყველაფერთან ერთად ორგაზმის მიღწევის დროც საგრძნობლად გაიზრდება.

ქალბატონების შემთხვევაში ზოგჯერ ალკოჰოლი სექსუალურ აგზნებას ზრდის, თუმცა ფიზიოლოგიური თანმდევი და აუცილებელი პროცესები აქაც საგრძნობლად უარესდება. მამაკაცებისგან განსხვავებით ქალები მაინც უპირატესობით სარგებლობენ, რადგან მათი ძირითადი პრობლემა ორგაზმის მიუღწევლობის ხშირად ფსიქოლოგიური დაძაბულობაა, ალკოჰოლი კი ამ დაძაბულობას ხსნის. თუმცა ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ ქალებზე ალკოჰოლი დადებითად მოქმედებს. საქმე იმაშია, რომ ისინი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, უფრო მარტივად თანხმდებიან სექსზე, უფრო გახსნილები არიან, მაგრამ სიამოვნების ხარისხი ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მცირდება! ამასთან, ალკოჰოლის მოხმარება დაუცველი სექსის სიხშირეს ზრდის, რაც თავისთავად ძალიან სახიფათოა იმიტომ, რომ – იზრდება არასასურველი ორსულობების და სხვადასხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების რისკი!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s