ის, რაც ჩვენს ქვეყანაში თამბაქოს მოხმარებას ზრდის!

იცით თუ არა, რომ რეკლამის აკრძალვა, თამბაქოს მოხმარებას ამცირებს.

თამბაქოს რეკლამაში ძალიან ბევრი მილიონი იხარჯება. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სარეკლამო რგოლს, ბანერს თუ ნებისმიერ აქტივობას თან ახლავს გამაფრთხილებელი წარწერები თამბაქოს მავნებლობის შესახებ, მაინც დამტკიცდა, რომ ამ უკანასკნელის რეკლამა მის მოხმარებას ზრდის!5-best-anti-smoking-ads

თამბაქოს რეკლამის აკრძალვას მისი მოხმარების შემცირება ზოგიერთ ქვეყანაში 16%-მდეც კი შეუძლია.

თამბაქოს რეკლამირება, სპონსორობა და ნებისმიერი სახის აქტივობები მსოფლიოს მხოლოდ 24 ქვეყანაშია აკრძალული, რაც ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 10%-ში არ გადის ამ მომაკვდინებელი ნივთიერების რეკლამა! დანარჩენ მსოფლიოში თითქმის არანაირი შეზღუდვები თამბაქოს მწარმოებელ კომპანიებს არ გააჩნიათ.

საქართველოში ამ მხრივ საკმაოდ ცუდი მდგომარეობაა. თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები აფინანსებენ ძალიან ბევრ ახალგაზრდულ ივენთს, სხვადასხვა კლუბებში, სადაც ბანერებთან და სტიკერებთან ერთად, აქციებს და გათამაშებებსაც კი აწყობენ. ანუ, მაქსიმალურად იყენებენ ყველა ახალგაზრდულ სივრცეს (და არა მხოლოდ) პროდუქტის გასაყიდათ და გასარეკლამებლად.

იმისთვის, რომ თამბაქოს მოხმარების პრევენცია მოხდეს, აუცილებელია საზოგადოებამ სწორად გაანალიზოს თამბაქოს მოხმარებისგან არსებული საფრთხე და მიყენებული ზიანი და გარდა იმისა, რომ აიკრძალოს რეკლამის გაკეთება, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა უნდა შეწყდეს. არამწეველმა არ უნდა იგრძნოს თავი მსხვერპლად და მწეველი არ უნდა იყოს პრივილეირებული, რაც დამეთანხმებით და ჩვენს ქვეყანაში ასეა!

აუხსენით თქვენს შვილებს სიგარეტის მავნებლობის შესახებ, შეწყვიტეთ სახლში და ბავშებთან მოწევა. მიეცით მაგალითი სხვებს და იყავით ჯანმრთელები!

წყარო: http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs339/en/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s