C ჰეპატიტის მკურნალობის ეფექტურობისთვის პრეპარატები არ არის საკმარისი!

C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულებში ხშირად ორგანიზმიდან რკინის გამოყოფა შეფერხებით ხდება, რაც თავისთავად არსებულ რკინას სისხლში, სხვადასხვა ორგანოებში და მათ შორის ღვიძლშიც გროვდება, რაც მისთვის საზიანოა!

ქალებში, რომლებსაც მენოპაუზა არ დაწყებიათ, ანუ მენსტრუალური ციკლი აქვთ, რკინის მიღება ისეთი სახიფათო არ არის, როგორც მათში ვისაც ციკლი შეუწყდა, რადგან ყოველთვიური სისხლის გამოდინებით ორგანიზმში ბალანსდება რკინაც და სხვა ნივთიერებებიც.

C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირების დროს რკინით მდიდარი საკვები მაქსიმალურად უნდა შევამციროთ. შავი ქლიავი, წითელი ხორცი, გარგარი და სხვა რკინის შემცველ საკვებს ინფიცირებული უნდა მოერიდოს.

აუცილებელია რეკომენდაციები ექიმისგან მიიღოთ, თუმცა აქვე გეტყვით, რომ მოერიდეთ ამ დროს ვიტამინების თვითნებურად დალევასაც კი, რადგან ხშრად ისინიც რკინის შემცველები არიან და თუ არა რკინა, C ვიტამინს მაინც შეიცავენ, რომელიც შემდგომ ხელს უწყობს რკინის ათვისების ეფექტურობას.cxovreva-c-diagnozit

მეორე და ასევე მნიშვნელოვნად მავნე თქვენი ღვიძლისთვის არის ცხიმი!

ღვიძლის სხვადასხვა დაზიანებები უფრო ხშრად ჭარბწონიან ადამიანებშია გავრცელებული, რადგან ცხიმი ადვილად გროვდება ღვიძლში და ჰეპატიტს ავითარებს.

მათ ვისაც ქრონიკული C ჰეპატიტი აქვთ, აუცილებელია აკონტროლონ წონა, რათა არ მოხდეს ღვიძლის გადიდება.

მომდევნო ბლოგებში ვისაუბრებთ ცილების, მარილისა და გლუკოზის მნიშვნელობაზე C ჰეპატიტის დროს.

იკვებეთ სწორად, მიმართეთ ექიმს, მიიღეთ დანიშნულება და იცოდეთ, რომ C ჰეპატიტის მკურნალობის ეფექტურობისთვის პრეპარატები არ არის საკმარისი! უმნიშვნელოვანესია რამდენად იცავთ დიეტას და როგორი ცხოვრების წესით ცხოვრობთ!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s