თამბაქო და გლობალური დათბობა

გარემოს დაბინძურების პრობლემაზე საზოგადოება წუხს და სახელმწიფოც სხვადასხვა რეგულაციების შემოღებით ამ პრობლემასთან ბრძოლას ცდილობს. მაგალითად, კანონი ავტომობილების ტექდათვალიერების შემოღების შესახებ უკვე არსებობს, რომელიც უახლოეს პერიოდში ამოქმედდება, თუმცა საზოგადოების ნაწილი ამ ფაქტს მაინც ნაკლებად დადებითი ემოციით შეხვდა. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ „ფულის მახეა“, თუმცა მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ გარემოს დაბინძურება 21-ე საუკუნის ნომერ პირველი პრობლემაა.

დაბინძურებულია ჰაერი, წყალი, ნიადაგი და ა.შ.world-notobacco-day

ასეთ გარემოში ცხოვრება ძალიან ბევრი დაავადების გამომწვევი მიზეზია, რასაც ხელოვნურად ადამაინები თამბაქოს მოხმარებასაც უმატებენ.

ჯანსაღი გარემოს შექმნას მხოლოდ ხეების დარგვა ვერ უშველის. თუ ადამიანებმა არ გააცნობიერეს თამბაქოს დამატებითი უარყოფითი ზეგავლენა “დედამიწის ჯანმრთელობაზე”, თუ არ შეეცადნენ და გაუფრთხილდნენ სახლებს, სადაც ცხოვრობენ, კაფეებს, სადაც ჭამენ, ქუჩებს, სადაც ბავშვებიც დადიან და ადამიანებს, რომლებმაც მავნე ჩვევებით ცხოვრებას ჯანსაღი ცხოვრების წესი არჩიეს, მაშინ ეს გლობალური პრობლემა არასდორს მოგვარდება!

კვლევების მიხედვით თამბაქოს კვამლი გარემოს მანქანის გამონაბოლქვთან შედარებით 10-ჯერ უფრო მეტად აბინძურებს! მასში ნახშირჟანგის (CO) შემადგენლობა იმდენად მაღალია, რომ მისი ამ კონცენტრაციას, ნახევარ საათიანი ზემოქმედების შემთხვევაში ადამიანის მოკვლა შეუძლია!

მსოფლიოში 5 მილიონი ჰექტარი ხე სიგარეტის დამზადებას ეწირება. სწორედ ამის გამო, თითქმის 22 მილიონი ტონა ნახშირორჟანგი ჟანგბადად ვერ გარდაიქმნება, რაც თავისთავად გლობალური დათბობის საკითხში ძალიან უარყოფით ზეგავლენას ახდენს.

 

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s