21-ე საუკუნეში თამბაქო 1 მილიარდ ადამიანს იმსხვერპლებს!

იცით თუ არა, რომ თამბაქოს კვამლში 4000–მდე ქიმიური ნივთიერებაა, რომელთაგან 250 ცნობილი მავნე ნივთიერებაა და 50–ზე მეტი კი, კიბოს გამომწვევია.

ძალიან ბევრი მილიონი ადამიანი იღუპება კიბოთი. კიბოს მკვლევარები კი ამბობენ, რომ ამა თუ იმ სახის კიბოს განვითარებას ადამიანის ცხოვრების სტილი უზრუნველყოფს. მაგალითად – თამბაქოს მოხმარება, არაჯანსაღი კვება, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და დაბალი ფიზიკური აქტივობა. გარდა ამისა – გენეტიკა, დასხივება, ვირუსები, რადიაცია და სხვა.0204_cigarette-butt-no-smoking_1100

იცით თუ არა, რომ ფილტვის კიბოს 80%-ს სწორედ მოწევა განაპირობებს?!

მაგალითად, 2006 წელს ევროპაში ჩატარებული კვლევა ამტკიცებს, რომ ფილტვის კიბოს განვითარების ალბათობა არამწეველ მამაკაცებში 0,2%, ხოლო ქალბატონებში 0,4%-ია. ყოფილ მწეველ მამაკაცებში იგივე რისკი 5,5%, ქალებში კი 2,6%-ია. მწეველებშ კი ეს ციფრები ასე გამოიყურებიან: მამაკაცები – 24,4%, ქალები – 18,5%.

თამბაქოს ამჟამინდელ მომხმარებელთა ნახევარზე მეტი საბოლოოდ თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებების გამო მოკვდება.

ამის გარდა, თქვენი მწეველობით იმ ადამიანების ჯანმრთელობასაც საფრთხეს უქმნით, ვინც მეორად კვამლს სუნთქავს. მათთვის ფილტვის კიბოს რისკი 20-30%-ით იმატებს!

გასულ საუკუნეში თამბაქოს მოხმარების გამო  100 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. ასეთი ტემპისა და ამ ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, 21 საუკუნეში თამბაქოს მოხმარება 1 მილიარდ ადამიანს იმსხვერპლებს!

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s