ალკოჰოლი და წამლები

იცით თუ არა, რომ ღვიძლის პათოლოგიების განვითარებისთვის საკმარისია სისტემატურად დღეში 20-100გ ეთანოლის მიღება, რომელსაც დაახლოებით 100-125 მლ არაყი, ვისკი, კონიაკი და სხვა ძლიერი ალკოჰოლური სასმელები შეიცავენ.winegonebad1

ღვიძლის ალკოჰოლური დაავადებების საკმაოდ გრძელი სია არსებობს. რამდენიმე გავრცელებულ მათგანს გაგაცნობთ:

  1. ღვიძლის გადიდება – რომლის დროსაც დასაწყისისთვის მუცლის ღრუში უსიამოვნო შეგრძნებას, შემდგომ კი ტკივილს იგრძნობთ.
  2. უმადობა
  3. წონაში დაკლება
  4. სიყვითლე
  5. ტემპერატურის მომატება
  6. სისტემატური ხასიათის გულისრევა და პერიოდული რებინება.

ასეთი სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, რათა დროულად მოხდეს ღვიძლის და შესაბამისად სიცოცხლის გადარჩენა!

მკურნალობის პარალელურად რასაკვირველია აუცილებელია ალკოჰოლის მიღების სრული შეწყვეტა! პირველ რიგში იმიტომ, რომ იგი თქვენი ღვიძლის დაზიანებას, ანუ თქვენი სიცოცხლის ხელყოფას განაგრძობს და მეორე მთავარი მიზეზი – ალკოჰოლის წამლებთან შეუთავსებლობაა.

ხშირად გვსმენია ალბათ ფრაზა „წამლებს ვსვავ და სასმელს ვერ დავლევ“. ექიმის ეს კატეგორიული მოთხოვნა იქიდან გამომდინარეა, რომ წამლების მიღების დროს ალკოჰოლის დალევამ შესაძლოა წამლის ზემოქმედება დააქვეითოს, ან პირიქით გააძლიეროს, რაც შემდგომ ახალი დაავადების გაჩენასაც განაპირობებს ხოლმე.

მაგალითისთვის გეტყვით, რომ ასპირინის და ალკოჰოლის ერთად მიღებამ შესაძლოა კუჭის წყლული გაგიჩინოთ.

 

წყარო: janmrtelobainfo.ge

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s