რა როლს თამაშობს ფიზიკური აქტივობა თამბაქოსგან გათავისუფლებაში

ფიზიკური აქტივობა თამბაქოზე თავის დანებების ერთერთი საუკეთესო და ყველაზე ჯანსაღი საშუალებაა.

ალბათ გსმენიათ უფროსებისგან, ან უკვე ამ გამოცდილების მქონე თანატოლებისგან ფრაზა -„ვარჯიში დაიწყე და მოწევას თავს უფრო ადვილად დაანებებ“. დიახ! ეს მართლაც სინამდვილეა და მიზეზს ახლავე მოგახსენებთ.

თამბაქოს გადაგდებას თან ახლავს სიმპტომები – დეპრესია, გაღიზიანებადობა, უძილობა, ზომაზე მეტი საკვების ჭამა და შესაბამისად წონაში მომატება.running1

ფიზიკური აქტივობა ყველა ამ სიმპტომს ამცირებს და გარდა ამისა, წონაში მომატებაც არ გემუქრებათ. უფრო მეტიც, თქვენი სხეული ბევრად უკეთეს ფორმაში დგება, რაც თქვენს განწყობას საგრძნობლად აუმჯობესებს!

ვარჯიშის შედეგად, თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ხასიათი, თვითშეფასება და ენერგია ბევრად მაღალ ნიშნულს მიაღწევს, ხოლო თამბაქოს მოხმარება იგივეს ვერცერთ შემთხვევაში იზავს.

იცოდეთ, რომ მოწევა დეპრესიას არ შველის!

მამაკაცებში ფიზიკური აქტივობა პოტენციასაც ზრდის, მოწევა პირიქით, იმპოტენციას იწვევს, ქალებში კი უნაყოფობის რისკს ზრდის.

იმის გარდა, რომ ვარჯიში სიგარეტზე თავის დანებებაში დაგეხმარებათ, აღსანიშნავია, რომ იგი სწორედ თამბაქოსგან გუარესებული ჯანმრთელობის აღდგენაშიც დადებით როლს ითამაშებს.

კვლევებით დამტკიცებულია, რომ ფიზიკური აქტივობის წყალობით 12 საათში სისხლში ნახშირჟანგის დონე ნორმას უბრუნდება,  2-12 კვირაში სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება და ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა იზრდება, 1-9 თვეში ხველება და ქოშინი მცირდება, 5-15 წლის შემდეგ კი ინსულტის განვითარების რისკი ისეთივეა, როგორიც არამწეველებში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s