C ჰეპატიტის მკურნალობის დადებითი მხარეები

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მსოფლიოში უკვე არსებობს ისეთი წამლები, რომლებისგანაც უარყოფითი ეფექტების განვითარების ალბათობა მინიმუმადეა დაყვანილი, პაციენტებს მაინც უჭირთ მკურნალობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება.

ზოგიერთ ადამიანს ქიმიური პრეპარატების მიმართ საკმაოდ მწყრალი დამოკიდებულება აქვს. დღეს, C ჰეპატიტის მკურნალობის დადებით მხარეებზე მოგიყვებით.biuro-cr-739x428

პირველ რიგში კომბინირებული ანტივირუსული ქიმიოთერაპიის დადებითი მხარე არის ის, რომ იგი C ჰეპატიტის ვირუსის განდევნის აპრობირებული და უალტერნატივო საშუალებაა. განკურნების შემდეგ, კი ღვიძლში ანთების შეჩერებით დაზიანებული ღვიძლის აღდგენა შესაძლებელია, ციროზის და ღვიძლის ფიბროზის განვითარების საფრთხეც აღმოფხვრილი.

აღსანიშნავია, რომ დაავადების პროგრესირება იმ ადამიანებშიც კი ფერხდება, რომლებიც ანტივირუსული მკურნალობის შედეგად ვირუსისგან ვერ გათავისუფლდნენ.

ასევე, ქალების შემთხვევაში ვირუსის დამარცხებით საფრთხე, რომელიც მშობიარობის დროს დედისგან შვილზე ვირუსის გადაცემას გულისხმობს, აღარ არსებობს.

და ბოლოს, მკურნალობის კიდევ ერთი დადებითი მხარე არის ის, რომ საზოგადოებისთვის ინფექციის წყარო აღარ ბრძანდებით.

 

წყარო: http://www.hepatiti.ge

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s