როგორ ავიცილოთ თავიდან სიმსუქნე…

913232_381c7c2

სიმსუქნე ჯანმრთელობის ერთერთი მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი და სერიოზული პრობლემების გამომწვევი მიზეზია.

სიმსუქნეს ძირითადად არაჯანსაღი კვება და დაბალი ფიზიკური აქტივობები იწვევს. ეს ორი ფაქტორი სერიოზული დაავადებების გამომწვევი მიზეზებია. მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის, სიმსივნის და კარდიო-ვასკულარული დაავადებების!

2004 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის განცხადებით, მსოფლიო სიკვდილიანობის და ავადობის შემცირება სწორედ ამ ორი ფაქტორის, ფიზიკური აქტივობის გაზრდითა და ჯანსაღი კვების გაუმჯობესებითაა შესაძლებელი!

მათი მოთხოვნა, ყველა მონაწილე ქვეყნის მიმართ, ამ ორი მიმართულებით გლობალური სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება იყო.

ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა და დაავადებათა პროფილაქტიკა სახელმწიფოს ერთერთი პრიორიტეტია. ამ მხრივ გატარებული ღინისძიებების შედეგი საკმაოდ მაღალია და კარგ პრევენციულ შედეგებსაც იძლევა.

საქართველოში ამ ორი მიმართულებით გასაკეთებელი ნამდვილად ბევრია, თუმცა წინა წლებთან შედარებით საკმაოდ ბევრიც გაკეთდა. ადამიანები უფრო მეტს საუბრობენ ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობის შესახებ, მედია მეტ დროს უთმობს ამ თემებს და საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესი უფრო მოდურიც ხდება.

სიმსუქნის სწორი და ჯანსაღი პრევენცია სწორედ ფიზიკურ აქტოვიბასა და სწორ კვებაშია. ამ ორი აუცილებელი პუნქტის შესრულების შედეგად კი, არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ სხეულის ლამაზი ფორმებსაც ვიღებთ!

იცოდეთ და უთხარით სხვასაც!

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s