Favim.com-alcohol-cool-dead-death-drink-260798

ჩვენს ქვეყანაში ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით საკმაოდ მძიმე სიტუაციაა.

2009 წლის კვლევების თანახმად, რომელიც თბილისის სკოლებში, მე-10 კლასის მოსწავლეებში ჩატარდა, ალკოჰოლის მოხმარება საკმაოდ დადებით მოვლენასთან ასოცირდება და ამ ბავშვებში ყველაზე პოპულარული სასმელი ღვინო და ლუდია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მე-10 კლასელების ნაწილი ძლიერ სპირტიან სასმელებზეც არ ამბობს უარს.

შედეგები ასე გამოიყურება: გამოკითხულთა 70%-ს, 13 წლის ასაკამდე, მინიმუმ ერთი ჭიქა ღვინო დალეული აქვს, 65%-ს შამპანიური, 63% კი ლუდიც გასინჯული აქვს. მაგარი სპირტიანი სასმელი ამ ბავშვების 36% აქვს მიღებული.

ამას გარდა, კვლევაში მონაწილეთა 90% ამბობს, რომ ერთხელ მაინც ყოფილა ნასვამი ან მთვრალი. მათგან დაახლოებით 40% ღვინით, 38% ლუდით, ძლიერი სპირტიანი სასმელით 22%, ხოლო შამპანიურით 29%.

მოგეხსენებათ ჩვენს ქვეყანაში არც თუ ისე მკაცრადაა ალკოჰოლური სასმელების შეძენის კონტროლი. შესაბამისად, ნებისმიერი ასაკი მოზარდს სპირტიანი სასმელის ყიდვა ძალიან მარტივად შეუძლია.

ამ მოსწავლეების დაახლოებით 70% ალკოჰოლს საკუთარ ან მეგობრის სახლში იღებს, 10% რესტორანში, დანარჩენი კი სკვერებში, ბარებში, ქუჩაში და სხვა.

2010 წელს „ქრონიკული არაგადამდები დაავადებების რისკ-ფაქტორების“ საკითხში, 18-64 წლის ასაკის მოსახლეობაში კვლევა ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ კვლევაში მონაწილე მამაკაცთა დიდი უმრავლესობა, 42,6% ალკოჰოლს თვეში დაახლოებით 1-3 დღე, 22,4% კი, კვირაში 1-4 დღე ღებულობს!

ალკოჰოლის ხშირი და ჭარბი რაოდენობით მიღება ძალიან ბევრი დაავადების გამომწვევი მიზეზია და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ალკოჰოლი მსოფლიო სიკვდილობის მიზეზებს შორის, ერთერთ მოწინავე პოზიციას დღემდე ინარჩუნებს!

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s