Favim.com-alcohol-cool-dead-death-drink-260798

ჩვენს ქვეყანაში ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით საკმაოდ მძიმე სიტუაციაა.

2009 წლის კვლევების თანახმად, რომელიც თბილისის სკოლებში, მე-10 კლასის მოსწავლეებში ჩატარდა, ალკოჰოლის მოხმარება საკმაოდ დადებით მოვლენასთან ასოცირდება და ამ ბავშვებში ყველაზე პოპულარული სასმელი ღვინო და ლუდია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მე-10 კლასელების ნაწილი ძლიერ სპირტიან სასმელებზეც არ ამბობს უარს.

შედეგები ასე გამოიყურება: გამოკითხულთა 70%-ს, 13 წლის ასაკამდე, მინიმუმ ერთი ჭიქა ღვინო დალეული აქვს, 65%-ს შამპანიური, 63% კი ლუდიც გასინჯული აქვს. მაგარი სპირტიანი სასმელი ამ ბავშვების 36% აქვს მიღებული.

ამას გარდა, კვლევაში მონაწილეთა 90% ამბობს, რომ ერთხელ მაინც ყოფილა ნასვამი ან მთვრალი. მათგან დაახლოებით 40% ღვინით, 38% ლუდით, ძლიერი სპირტიანი სასმელით 22%, ხოლო შამპანიურით 29%.

მოგეხსენებათ ჩვენს ქვეყანაში არც თუ ისე მკაცრადაა ალკოჰოლური სასმელების შეძენის კონტროლი. შესაბამისად, ნებისმიერი ასაკი მოზარდს სპირტიანი სასმელის ყიდვა ძალიან მარტივად შეუძლია.

ამ მოსწავლეების დაახლოებით 70% ალკოჰოლს საკუთარ ან მეგობრის სახლში იღებს, 10% რესტორანში, დანარჩენი კი სკვერებში, ბარებში, ქუჩაში და სხვა.

2010 წელს „ქრონიკული არაგადამდები დაავადებების რისკ-ფაქტორების“ საკითხში, 18-64 წლის ასაკის მოსახლეობაში კვლევა ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ კვლევაში მონაწილე მამაკაცთა დიდი უმრავლესობა, 42,6% ალკოჰოლს თვეში დაახლოებით 1-3 დღე, 22,4% კი, კვირაში 1-4 დღე ღებულობს!

ალკოჰოლის ხშირი და ჭარბი რაოდენობით მიღება ძალიან ბევრი დაავადების გამომწვევი მიზეზია და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ალკოჰოლი მსოფლიო სიკვდილობის მიზეზებს შორის, ერთერთ მოწინავე პოზიციას დღემდე ინარჩუნებს!

 

 

თამბაქოს რეკლამის სტრატეგიები

დსად

თამბაქოს ინდუსტრიის განვითარებას საზღვარი არ აქვს. თამბაქოს პროდუქტები ყველაზე გაყიდვადი ნაწარმია მთელს მსოფლიოში და 1900 წლიდან 2013 წლამდე, 50 მილიარდი ღერიდან მისი გაყიდვა 5 884 მილიარდამდე გაიზარდა! შემზარავი რეალობაა!

თამბაქოს პროდუქციის ზრდის ასეთი ტემპი სწორედ მათი რეკლამირებითაა გამოწვეული. კომპანიები, მიუხედავად იმისა, რომ უარყოფენ ფაქტს, თითქოს მათი ყოველი რეკლამა არ ზრდიდეს მომხმარებელს და მხოლოდ უკვე არსებულ მწეველებზე იყოს გათვლილი, კვლევებით საწინააღმდეგო მტკიცდება! რეკლამა, მათ შორის სიგარეტის კოლოფზე გაკეთებული წარწერებიც კი, თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობს ზრდის!

მათი მარკეტინგი მთლიანად აგებულია იმ თითოეულ დეტალზე, რომლებიც ახალგაზრდების ყურადღებას იქცევს და მათთვის მიმზიდველია. მოგეხსენებათ, რომ მწეველთა უმრავლესობა თამბაქოს მოხმარებას საკმაოდ პატარა ასაკში იწყებს. თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები რეკლამებით შთაგვაგონებენ, თითქოს მწეველობა სრულყოფილება იყოს, რომელიც საკმაოდ ხელმისაწვდომია და სიგარეტის მოწევით თავს უფრო კარგად ვიგრძნობთ, მეტად მიმზიდველები გავხდებით და გარშემომყოფებისთვის უფრო კარგები და სასურველებიც ვიქნებით.

უმეტესად თამბაქოს რეკლამები გარეგნულ სილამაზესთან და მომხიბვლელობასთან კავშრდება, აღარაფერს ვამბობ თავისუფლების შეგრძნებასთან!

მსგავსი ტიპის რეკლამებზე კომპანიები წელიწადში 5 მილიარდ დოლარზე მეტს ხარჯავენ, რის შედეგადაც გეტყვით, რომ 6 მილიონი ადამიანი კვდება!

კვლევების თანახმად წელიწადში ნახევარ მილიონზე მეტი ახალგაზრდა სწორედ თამბაქოს მოხმარებით იღუპება. 10 მწეველიდან 9 მოწევას სწორედ მოზარდობის ასაკიდან იწყებს, მაშინ როდესაც თამბაქოს კომპანიები უნამუსოდ ამტკიცებენ, რომ მოწევა მხოლოდ ზრდასრულების ჩვევა და არჩევანია!

ფაქტია, რომ 2007 წელს ჟურნალ „Archives of Pediatric and Adolescent Medicine“ გამოქვეყნებული კვლევის შედეგი ასეთია: სიგარეტის საცალო ვაჭრობის მარკეტინგი ბავშვებში თამბაქოს მოხმარების დაწყების შანსს საგრძნობლად ზრდის, ამას დამატებული ფასების სტრატეგია კი, რეგულარული მწეველების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

მსოფლიოში 852 მილიონი მწეველია, რომელთა ჯანმრთელობასაც სერიოზული საფრთხე ემუქრებათ!

 

ციროზის განვითარების რისკები და სტადიები

gvidzli1

C ჰეპატიტის მძიმე და ქრონიკული შემთხვევის შედეგი ძირითადად ციროზია. ციროზის შედეგად კი ღვიძლის სტრუქტურა იცვლება და სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში მისი ფუნქცია მნიშვნელოვნად ირღვევა.

ციროზს ორი – „კომპენსირებული და „დეკომპენსირებული“ სტადიები აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ღვიძლს ციროზის შედეგად ფუნქციების დიდი ნაწილის შესრულების უნარი არ დაუკარგავს, ეს იმას ნიშნავს, რომ „კომპენსირებულ ციროზთან“ გვაქვს საქმე. ანუ, ღვიძლს ჯერ კიდევ შეუძლია დაზიანებული ნაწილის კომპენსირება. მისი ფუნქციების მძიმედ დაზიანების შემთხვევაში კი „დეკომპენსირებული“ ციროზია, ანუ მას ფუნქციების აღდგენის უნარი აღარ აქვს.

დეკომპენსირებული სტადიის დროს, ღვიძლში სისხლის შესვლა რთულდება, ხოლო პორტულ ვენაში წნევა საგრძნობლად იმატებს. ამ სიმპტომს პორტული ჰიპერტენზია ეწოდება. გარდა ამისა, დეკომპენსირებული ციროზის დროს ვარიკოზული სისხლდენაც ხდება, რომლის დროსაც სისხლის ნაკადის მიმართულება იცვლება და საყლაპავსა და კუჭს შორის ვენები განიერდება. ასეთ დროს ადამიანი შინაგანი სისხლდენის საშიშროების წინაშე დგას.

ციროზის ამ სტადიას ასევე ახასიათებს შეშუპება, რომლის დროსაც ხშირად მუცლის ღრუში სითხე გროვდება და ასევე, ხშირია ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია, რამაც შესაძლოა ადამიანი კომაში ჩააგდოს.

ციროზის ზემოთხსენებული ორივე სტადია ღვიძლის კიბოსაც აჩენს!

კვლევების თანახმად, პაციენტების 20-30%-ს ინფიცირებიდან 20-30 წლის შემდეგ ციროზი უნვითარდება! ზოგიერთ შემთხვევაში ეს პროცესი უფრო ადრე ან უფრო გვიან იწყება, ანუ ხანდახან ინფიცირებულები მთელ ცხოვრებას ღვიძლის მძიმე დაზიანებების გარეშეც ატარებენ, თუმცა გარისკვად არ ღირს!

გადაემოწმე, გაიგე დაავადების შესახებ და განიკურნე! ეს შესაძლებელია!

 

წყარო: http://www.hepatiti.ge

C ჰეპატიტის დაავადების სტადიები

h2_1

C ჰეპატიტს თავისი სტადიები აქვს, რომელიც ინფიცირებისთანავე იწყება. სწორედ ამ დასაწყის პერიოდს „მწვავე ფაზა“ ქვია.

მწვავე ფაზა თითქმის 6 თვის განმავლობაში გრძელდება და იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირებულის იმუნური სისტემა გაუმკლავდება ვირუსს, მომდევნო, გრძელვადიან, ე.წ „ქრონიკულ ფაზაში“ აღარ გადაიზრდება.

თქვენ იცით, რომ C ჰეპატიტის ვირუსი ღვიძლის დაავადებათა რიგს განეკუთვნება, თუმცა გარდა ღვიძლის დაზიანებისა ვირუსმა შესაძლოა ადამიანის სხვადასხვა ორგანოებიც დააზიანოს და საკმაოდ მწვავე გართულებები გამოიწვიოს.

C ჰეპატიტის ვირუსი ღვიძლის სტრუქტურას ცვლის და ეს პროცესი საბოლოოდ ღვიძლში ანთების განვითარებით გრძელდება. ანთების შედეგად უჯრედების ადგილი შემაერთებელი ქსოვილით, ანუ ფიბროზით ნაცვლდება. შემდგომ სტადიებში კი, ფიბროზი სრულად ფარავს ღვიძლის უჯრედებს და ციროზი ვითარდება!

როგორც ხედავთ, საკმაოდ ვრცელ და საშიშ სტადიებს გადის ღვიძლი აღნიშნული ვირუსის ფონზე, თუმცა ამ ყველაფერში ერთერთი გადამწყვეტი როლი იმუნურ სისტემას აქვს. მასზეა დამოკიდებული რამდენად სწრაფად მოხდება ჰეპატიტის გავრცელება, ან შენელება.

იცოდეთ მეტი დაავადების შესახებ, ებრძოლეთ და უთხარით სხვასაც!

 

წყარო. http://www.hepatiti.ge

ფიზიკური აქტივობის დონეები

Physical-activity

ფიზიკური აქტივობა, რომ მხოლოდ სპორტი არ არის არაერთხელ ვთქვით. ფიზიკური აქტივობა რომ ნებისმიერი მოძრაობაა, რომლის დროსაც კუნთები მუშაობს და ენერგია იხარჯება, ამაზეც ვისაუბრეთ, ახლა კი მოდით ფიზიკური აქტივობა მისი ინტენსიურობისა და დონეების მიხედვით დავახასიათოთ.

ფიზიკური აქტივობის საზომი ერთეული სწორედ ინტენსიურობაა, რომელიც ნათელს ხდის ადამიანის მიერ შესრულებული აქტივობის დაძაბულობის დონეს. სხვანაირად შეგვიძლია მას ენერგიის რაოდენობაც ვუწოდოთ, რომელსაც ადამიანი ფიზიკური აქტივობის დაწყების წამიდან იყენებს.

არსებობს დაბალინტენსიური, საშუალო ინტენსიური და მაღალინტენსიური ფიზიკური აქტივობები.

გამოვყოთ საშუალო ინტენსიური და მაღალინტენსიური აქტივობები.

საშუალო ინტენსიურია ფიზიკური აქტივობა, რომლის დროსაც პულსი ოდნავ აგიჩქარდებათ და გულისცემა გაგიხშირდებათ. ასეთი ტიპის აქტივობებია საშინაო საქმეების კეთება, ველოსიპედით სეირნობა (ნელის სიჩქარით), ცეკვა და სხვა…

თუ გულისცემა და პულსი საგრძნობლად აჩქარებული გაქვთ, ე.ი. თქვენ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას ეწევით. ასეთებია – სირბილი, აერობიკა, ცურვა, ამჯერად, ველოსიპედით მაღალი სიჩქარით სიარული, სხვადასხვა სახის ენერგიული სპორტი და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ ფიზიკური აქტივობა თქვენი ჯანმრთელობის აუცილებელი პირობაა, რადგან არაქტიური ცხოვრების წესი იწვევს უამრავ დაავადებებს (რომელთა შესახებაც წინა ბლოგებში გვისაუბრია). გარდა ამისა, ფიზიკური აქტივობა ლამაზი სხეულის გარანტი, ჯანსაღი ფსიქოლოგიური მდგომარეობის, კარგი განწყობისა თუ მაღალი გონებრივი შესაძლებლობების  ერთერთი საუკეთესო საშუალებაა!

 

წყარო: http://www.who.int/dietphysicalactivity/physical_activity_intensity/ru/index.html

http://www.cdc.gov/physicalactivity/everyone/measuring/index.html

დავიცვათ ერთმანეთის უფლებები

Forster non profit

თავისუფალი არჩევანის უფლება არა მხოლოდ მწეველების, არამედ არამწეველების უფლებაც გახლავთ. ის, რომ თქვენ აირჩიეთ იყოთ მწეველი, არ ნიშნავს იმას, რომ ამ არჩევანით დააზიანოთ არამწეველის ჯანმრთელობა, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ასეთ ფაქტებს ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით!

ადამიანები, რომელთა თანდასწრებითაც ვეწევით, თამბაქოს ისეთივე მავნე ზემოქმედებას განიცდიან, როგორსაც მწეველები.

საქართველოში 2003 წლიდან თამბაქოს კონტროლის კანონმდებობა არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ მისი აღსრულების დაწყებას მრავალი წელი დასჭირდა. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად თამბაქოსგან 11 ათასი ადამიანი კვდება, რომელთა შორისაც 3 ათასი არამწეველი, მეორადი ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირები, ანუ პასიური მწეველები არიან!

2013 წელს საქართველოს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობაში შემდეგი ცვლილებები დაიგეგმა: მკაცრდება რეგულაციები და კანონის აღსრულების მექანიზმები თამბაქოთი ვაჭრობის შესახებ სასწავლო დაწესებულებებთან, არასრულწლოვანებზე თამბაქოს პროდუქციის გაყიდვაზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში მოწევაზე და სიგარეტის ფასი იზრდება.

ადამიანების ნაწილი სიგარეტზე ფასის ზრდას, სახელმწიფოს მხრიდან, “მორიგ ფულის გაკეთების” საშუალებად აღიქვამს, თუმცა ეს უკანასკნელი თამბაქოს მოხმარების პრევენციის ერთერთი საუკეთესო საშუალებაა. ასევე არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია სხვა დანარჩენმა რეგულაციებმაც. ზოგი თვლის, რომ ამით მწეველთა უფლებები ირღვევა, თუმცა ასეთი ადამიანები არ ფიქრობენ იმაზე, რომ აღნიშნული ცვლილებები არა მათი უფლებების დარღვევა, არამედ არამწეველთა უფლებების და ჯანმრთელობის დაცვაა.

აღნიშნულ თემაზე მომზადდა პეტიციაც და გთხოვთ როგორც არამწეველებს, ისევე მწეველებს შეავსოთ – http://manifest.ge/main/item/676

დავიცვათ ერთმანეთის უფლებები…

ფაქტები ალკოჰოლის შესახებ

ალკოჰოლი

იცით თუ არა, რომ:

  1. საყლაპავის კიბოს შემთხვევების 75% ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას უკავშირდება!
  2. ასევე, ყელის, ხახისა და ხორხის კიბოთა შემთხვევების 50% სწორედ ალკოჰოლის სისტემატური მოხმარებითაა გამოწვეული.
  3. ალკოჰოლის დიდი რაოდენობით და ხშირი მოხმარება ქალებში მკერდის კიბოს გაჩენის რისკს 10%-ით ზრდის.
  4. პანკრეატიტის შემთხვევათა დაახლოებით 65% ასევე ხშირი და დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებითაა გამოწვეული.
  5. საავადმყოფოებში სასწრაფო დახმარებით შესული პაციენტების 47%-ს ნასვამობა უდგინდება, 35% კი სწორედ მისგანაა მოწამლული. მოწამლულთა 75%-ს ქრონიკული ალკოჰოლიზმის ნიშნები უდგინდება.
  6. ალკოჰოლის მომხმარებელთა 35%-ზე მეტს ალკოჰოლური ჰეპატიტი აქვს. ალკოჰოლური ჰეპატიტი კი არის დაავადება, რომელიც ღვიძლის უჯრედებს აზიანებს!
  7. ღვიძლის კიბოს შემთხვევების 36%-ზე მეტი ალკოჰოლის ზედმეტი მოხმარებით არის გამოწვეული.
  8. ახალგაზრდებში უბედური შემთხვევების უმრავლესობა ალკოჰოლის ზემოქმედებასთანაა დაკავშირებული.

 

წყარო: http://mccaonline.com/resources/fast-facts-about-addiction/